მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, მისივე თქმით, ყველაფერი საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად ვარ დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, მოგვიანებით თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი. მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვარ, ამ გუნდში ვმუშაობ არაერთი წელია და ბევრი რეფორმა და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.