პარლამენტს გარეთ დარჩენილი და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას ხვალიდან შეუდგებიან

614

ხვალიდან პარლამენტს გარეთ დარჩენილი და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან. ხვალვე საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება, რის შემდეგაც საკითხის სასესიო მოსმენები დაიწყება.

კანონპროექტის ინიცირების შემდეგ კი პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს, რომლის მიხედვითაც გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც ცნობილია, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ლეიბორისტული პარტიის“ არჩეული დეპუტატები.