გორის მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურს მგზავრები თBჩ ბანკის ბარათებით გადაიხდიან. მგზავრობა ფასიანი მას შემდეგ გახდება, რაც გაჩერებებზე საინფორმაციო ეკრანების, ხოლო ავტობუსებში საბარათე აპარატურის მონტაჟი დასრულდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“ეს ექსკლუზიური უფლება ბანკმა 2020 წლის ბოლოს მერიაში გამართულ ღია კონკურსში მოიპოვა, სადაც 6 ბანკი მონაწილეობდა. ხელშეკრულება მერიასა და ბანკს შორის გაფორმებულია 5 წლის ვადით. გადახდა ავტობუსებში მოხდება აღნიშნული ბანკის ბარათებით. ტარიფი ამჟამად გაუქმებულია. საგადასახადო სისტემის დანერგვა ხორციელდება ეტაპობრივად” , – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოების პირველი ეტაპი მაისში დასრულდება.