პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები ხვალიდან დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ახლა პირველი ვიცესპიკერი ასრულებს. ხვალ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.
ამის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიმართება და სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარისა და ვიცესპიკერის არჩევის საკითხები დაემატება. ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა იქნება საჭირო.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 24 აპრილს წარადგინა.