საქართველოს მთავრობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის რეაბილიტაციას, ღარიბაშვილის მიერ დღეს დაანონსებული "რეგიონების განახლების პროექტის" ფარგლებში, ისე იწყებს, რომ მუნიციპალიტეტს დაბის გენგეგმა მიღებული ჯერ არ აქვს. ქვეყნის პრემიერმა დღეს გვამცნო, რომ რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს, კერძოდ კი, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიქტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე, ყველა...
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება - განცხადება ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და უარყო "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ოცნება" კალაძის შემცვლელად პარლამენტის გადამდგარ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაასახელებს. ამის შესახებ მთავარი წერს. "არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება", - ამბობს პაპუაშვილი. მისივე...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს. „კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, ყველაზე დიდი დატვირთვა თბილისზე მოდის. მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 14 000 აქტიური შემთხვევაა. „ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. დღეის მდგომარეობით, 3 700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, დამატებითი კლინიკიების მობილიზებაზე მუშაობა მიდის,...
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ხოლო სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე გააჟღერა. დღესვე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, 3-12 მაისს ყველა ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო გადაყვანებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე. საკოორდინაციო საბჭო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან აწარმოებდა კომუნიკაციას. მათი გადაწყვეტილებით, ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩატარდება. კერძოდ, ტაძრებში იქნება გახმოვანების სისტემა, სოციალური დისტანციის დაცვა იქნება აუცილებელი, ასევე პირბადის მოხმარება. "სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი. იმუნიზაციის...
"ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული ასე ვთქვათ არ გაგხდეს,"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, "რეგიონების განახლების" პროექტის პირველ ეტაპზე, რომელშიც ბიუჯეტიდან 500 მილიონი დაიხარჯება. "საუბარია იმაზე, რომ მოგეხსენებათ, მაგალითად სამინისტროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ შესაძლებლობებს, რაც იქნა დაფინანსებული, ამიტომ თავისუფალ სახსრებზე ნამდვილად უსაფუძვლოა რაიმე საუბარი, მოხდა გარკვეული პრიორიტეტების გადალაგება, ურბანული რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა...
გამოქვეყნდა იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანების თანახმად, ჩამონათვალი ასეთია: პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ...
"ლელო საქართველოსთვის" წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეეხოს, თუ თანხმობას დაზარალებული განაცხადებს. "რაც შეეხება სამ პოლიციელზე, რომელზეც აპელირებენ, ლელოს ინიციატივაა ამ შემთხვევაში, რომ გაკეთდეს ჩამკეტი მექანიზმი, ეს არის აპრობირებული მეთოდი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ორი ამნისტია ასე გამოიცა, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს ამნისტია", - თქვა ლევან სამუშიამ.  სამუშიას განცხადებით, ჩანაწერის...
"გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას, ხელისუფლების, ქართული ოცნების და ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტებს, რომელიც, სწორედ, რეგიონებში ხორციელდებოდა,"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "რეგიონების განახების" პროგრამაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, გზებიც შენდებოდა არა მარტო მაგისტრალური, არამედ ადგილობრივი დანიშნულების, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაციამ იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა, ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც სსრკ-ს დროს ოცნება და...
რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდისა და ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას ითვალისწინებს, რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას ახალ სიცოცხლეს შესძენს. „აღნიშნული პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ განხორციელდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის...
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. "გადავწყვიტე თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო,"- წერს მიხეილ რამიშვილი. რამიშვილი წარსულში გახმაურებული საქმეების - ციანიდისა და ბაჩალიაშვილის საქმეების ადვოკატი იყო. რამიშვილის თქმით, შესაძლოა ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. "ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება პარტიებთან, მაგრამ ვერასდროს მე ვაჭრობას ვერ დავიწყებ, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება საზოგადოების კეთილდღეობა. მე არ მინდა, რომ შედარებები იყოს, საფრანგეთშიც...
გორის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდ ნაწილს სკვერების, საბავშვო მოედნების და ტრენაჟორების მოწყობა სურს. კონსტანტინე თავზარაშვილი ამის დასტურად სოფლის მხარდაჭერის პროგრამას და სამოქალაქო ბიუჯეტს ასახელებს, რომლის ფარგლებშიც მერის თქმით, ადგილობრივები პრიორიტეტს სწორედ აღნიშნულ ინფრასტრუქტურას ანიჭებენ. "სოფლის პროგრამა იქნება ეს თუ სამოქალაქო ბიუჯეტი, მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას თავად აირჩიონ რაში დახარჯონ მათი დასახლებისა თუ სოფლისთვის გათვალისწინებული თანხა. რომელ სოფელშიც კი შევდივართ, თითქმის ყველგან...
აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აბსურდულიც კი, რაიმე მოსყიდვაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ პროგრამით იმის მასშტაბურობას, რასაც წინა წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოჰყვა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა. „საუბარს, რომ ეს პროგრამა ვინმეს მოსყიდვაა, საფუძველი ნამდვილად არ აქვს. პირიქით, ეს არის ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა,რომელიც რეგიონებს და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან...
ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა - "ვია ფერატა", რომელიც კლდეზე ფოლადის ბაგირითა და რკინის საფეხურებით გაყვანილი ექსტრემალური ბილიკია,  სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული აქტივობაა მსოფლიოში. ის სათავეს იღებს ალპებიდან, სვერის "ვია ფერატა" საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში პირველი ასეთი პროექტია. საქართველოს მეკლდეურებმა და მოხალისეებმა სოფელ სვერის კლდე სიმბოლურად დალაშქრეს და საქართველოს დროშა აღმართეს. ია

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ