თურნავა: ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სსრკ-ს დროს ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ

439

“გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას, ხელისუფლების, ქართული ოცნების და ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტებს, რომელიც, სწორედ, რეგიონებში ხორციელდებოდა,”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “რეგიონების განახების” პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, გზებიც შენდებოდა არა მარტო მაგისტრალური, არამედ ადგილობრივი დანიშნულების, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაციამ იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა, ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც სსრკ-ს დროს ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ.

“მე ახლა უბრალოდ აღარ ჩამოვთვლი იმ ცალკეულ საწარმოებს, იმ ცალკეული პროექტებს, რაც, უამრავი პროექტი არის განხორციელებული რეგიონებში, უბრალოდ გეტყვით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გზებიც შენდებოდა — არა მარტო მაგისტრალური, არამედ ადგილობრივი დანიშნულების; წყალგაყვანილობა; გაზიფიკაცია — იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა და ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ოცნებაც და ფიქრიც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ; ინტერნეტიზაციის პროექტი დავძარით და ახლა უკვე მეორე და მესამე საპილოტე რეგიონებში იწყება ამის მშენებლობა; პროგრამა აწარმოე საქართველოში, მარტო ერთი კომპონენტია — 600-ზე მეტი მცირე საწარმო სწორედ რეგიონებში ამოქმედდა.

აქედან გამომდინარე, არანაირად არ გვეკუთვნის ეს ტერმინი, რომ ახლა რაღაც გაგვახსენდა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ სწორედ რეგიონებს ვეხმარებით და არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან,”- განაცხადა თურნავამ.