“ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული ასე ვთქვათ არ გაგხდეს,”- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, “რეგიონების განახლების” პროექტის პირველ ეტაპზე, რომელშიც ბიუჯეტიდან 500 მილიონი დაიხარჯება.
“საუბარია იმაზე, რომ მოგეხსენებათ, მაგალითად სამინისტროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ შესაძლებლობებს, რაც იქნა დაფინანსებული, ამიტომ თავისუფალ სახსრებზე ნამდვილად უსაფუძვლოა რაიმე საუბარი, მოხდა გარკვეული პრიორიტეტების გადალაგება, ურბანული რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ აღნიშნული პროგრამა ახლა დაგვეწყო”, – განაცხადა ქარსელაძემ.