აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

726

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ხოლო სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე გააჟღერა.

დღესვე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, 3-12 მაისს ყველა ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო გადაყვანებს.