“ლელო საქართველოსთვის” წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეეხოს, თუ თანხმობას დაზარალებული განაცხადებს.
“რაც შეეხება სამ პოლიციელზე, რომელზეც აპელირებენ, ლელოს ინიციატივაა ამ შემთხვევაში, რომ გაკეთდეს ჩამკეტი მექანიზმი, ეს არის აპრობირებული მეთოდი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ორი ამნისტია ასე გამოიცა, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს ამნისტია”, – თქვა ლევან სამუშიამ.
სამუშიას განცხადებით, ჩანაწერის სულისკვეთებაა, რომ ამნისტია დაზარალებულებს შეეხოთ, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც უსაფუძვლოდ აქვთ ბრალი წარდგენილი მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები “ლელოს” ოფისში კონსულტაციას მართავენ. მათ უნდა იმსჯელონ რა მუხლები უნდა შევიდეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტში. დღის ბოლოს კი, სავარაუდოდ, შეხვედრა “ქართულ ოცნებასთან” გაიმართება.