გორის მერი: უმრავლესობა სკვერების, საბავშვო მოედნების და ტრენაჟორების მოწყობას ითხოვს

382

გორის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდ ნაწილს სკვერების, საბავშვო მოედნების და ტრენაჟორების მოწყობა სურს.

კონსტანტინე თავზარაშვილი ამის დასტურად სოფლის მხარდაჭერის პროგრამას და სამოქალაქო ბიუჯეტს ასახელებს, რომლის ფარგლებშიც მერის თქმით, ადგილობრივები პრიორიტეტს სწორედ აღნიშნულ ინფრასტრუქტურას ანიჭებენ.

“სოფლის პროგრამა იქნება ეს თუ სამოქალაქო ბიუჯეტი, მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას თავად აირჩიონ რაში დახარჯონ მათი დასახლებისა თუ სოფლისთვის გათვალისწინებული თანხა. რომელ სოფელშიც კი შევდივართ, თითქმის ყველგან უმეტესობა ირჩევს საბავშვო მოედნებისა სკვერების, ასევე ირჩევს ტრენაჟორების მოწყობას. ჩვენ ქალაქისა და სოფლების ძალიან ბევრ უბანში უკვე მოვაწყეთ და გავმართეთ ეს საბავშვო მოედნები”-აღნიშნა გორის მერმა.