ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის მერად კენჭისყრას გეგმავს

382

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

“გადავწყვიტე თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო,”- წერს მიხეილ რამიშვილი.

რამიშვილი წარსულში გახმაურებული საქმეების – ციანიდისა და ბაჩალიაშვილის საქმეების ადვოკატი იყო.

რამიშვილის თქმით, შესაძლოა ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს მის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

“ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება პარტიებთან, მაგრამ ვერასდროს მე ვაჭრობას ვერ დავიწყებ, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება საზოგადოების კეთილდღეობა. მე არ მინდა, რომ შედარებები იყოს, საფრანგეთშიც ვიღაც ნაგვის ურნაში ძვრებოდეს და თბილისშიც. არ მჭირდება მე ასეთი თბილისი, მე მინდა ძალიან მდიდარი თბილისი და მდიდარი მოსახლეობა და არა ერთეული და ვინმე თანამდებობის პირი”, – ამბობს რამიშვილი.

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.