ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (E60) განახლებისთვის”, - ამის შესახებ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით მოხდება ორი მონაკვეთის: ალგეთი-სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი-წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი გზების განახლება. „დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის კაპიტალდაბანდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტში...
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა და დაინიშნა ვარლამ გობეჯიშვილი. ვარლამ გობეჯიშვილი 2004 წლიდან მუშაობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, სხვადასხვა პოზიციაზე. 2016-2020 წლებში იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი. როგორც ვარლამ გობეჯიშვილი აცხადებს, სოციალურ საკითხთა სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდა, თანასწორობის პრინციპების დაცვა, ორგანიზაციული კულტურის ამაღლება და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა.
video
TV 25, თოქ-შოუ „პოზიცია'' "ეს პროექტი ორ რამეს უკავშირდება: პირველი - ბუნებრივია, ეს უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც ოცნებას დასახული აქვს მიზანი და ეს მიზანი დაუსახა იმ შეთანხმებამ, რომელიც ოპოზიციასთან წინა კვირას გააფორმა, ანუ 43%-ის გადალახვა იმისთვის, რომ არ დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი ქვეყანაში და მეორე - ხელისუფლებამ კვლავ და კვლავ თქვა უარი დეცენტრალიზაციის გაცხადებულ მიზანზე. თითქოსდა, ერთი მხრივ,...
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება, – ამის შესახებ იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. „იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც. შეგახსენებთ,...
video
ბათუმის ბულვარის განაშენიანების თემაზე დაგეგმილი მსჯელობა ჩაიშალა. შეხვედრა, დემოკრატრიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით უნდა გამართულიყო, თუმცა მასზე დასწრება იმ მოიჯარეებმა მოინდომეს, რომლებიც ბულვარში ვაჭრობენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მცირე დარბაზის გამო, მათ დასწრების საშუალება ვერ მისცეს. გარდა ამისა, მოიჯარეები გაღიზიანდნენ ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის დანახვაზეც, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედრის ორგანიზატორებს, მოსალოდნელი პროვოკაციის მოლოდინი ჰქონდათ. დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე, ნახევარი საათით ადრე,...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება. „ჩვენი პოლიტიკური, ადამიანური და მორალური პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება. ამ პოზიციიდან გადახვევას პარტიის არცერთი წევრი არ აპირებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია, ხოლო კანონდარღვევა 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს. „ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიცული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების,...
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ფოთის მერიის ცნობით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა...
video
აჭარის ტელევიზია, გადაცემა "მთავარი აჭარაში'' "როდესაც ცენტრი ასე ერთპიროვნულად ერევა მუნიციპალურ საკითხებში და წყვეტს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ეს არის აბსურდი, დეცენტრალიზაცია უნდა იყოს მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულად უგულებელყოფილია. არ შეიძლება, ადგილობრივებს არ შეეკითხო, ადგილზე რა უნდა გაკეთდეს და მუდმივად ცენტრში მიიღო გადაწყვეტილებები", - ასე აფასებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ახალ ინიციატივას - "რეგიონების განახლების" პროექტს, რომლის შესახებაც...
პირველი მაისიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 2 009 ადგილია განკუთვნილი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ზურაბ ანჯაფარიძის, მიხეილ შავიშვილის, ვარლამ თოფურიას, მარიჯანის, დავით თავხელიძის, პეტრე ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, კალისტრატე...
video
ორბელიანების სასახლეში ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის ციფრული ინსტრუმენტების შექმნის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს და თანამედროვე პირობებში, ქართული ენის დაცვა და განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადის. „ჩვენ თუ ვფიქრობთ, დღევანდელ დღეს, თანამედროვე პირობებში, როგორ უნდა იყოს დაცული და განვითარებული ქართული ენა, ეს საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადის. ცალკეულმა...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 177 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 102 პირი დააჯარიმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის...
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი, კოვიდ-19-ის პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე,- ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. ანაგარიშის მიხედვით, აზიის განვითარების პროგნოზის (ADO) 2021 - ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის მიხედვით ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს 6%-ით ვარაუდობს. ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა მოგზაურობისა...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 ქუჩის- რეკვავასა და აკაკის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მათი საერთო სიგრძე 2.2 კმ-მდეა და ჯამური ღირებულება 3.2 მლნ. ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 2 ქუჩაზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ფოთის წმ. გიორგის 1.5 კმ-იან ქუჩას, ღირებულებით 1.6 მლნ. ლარი და...
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავდა მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას. დავით ნოზაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში...
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, - წერს პრეზიდენტი ფეისბუქზე.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ