„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება.
„ჩვენი პოლიტიკური, ადამიანური და მორალური პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება. ამ პოზიციიდან გადახვევას პარტიის არცერთი წევრი არ აპირებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.