ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვა ჩაიშალა

642

ბათუმის ბულვარის განაშენიანების თემაზე დაგეგმილი მსჯელობა ჩაიშალა. შეხვედრა, დემოკრატრიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით უნდა გამართულიყო, თუმცა მასზე დასწრება იმ მოიჯარეებმა მოინდომეს, რომლებიც ბულვარში ვაჭრობენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მცირე დარბაზის გამო, მათ დასწრების საშუალება ვერ მისცეს. გარდა ამისა, მოიჯარეები გაღიზიანდნენ ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის დანახვაზეც, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეხვედრის ორგანიზატორებს, მოსალოდნელი პროვოკაციის მოლოდინი ჰქონდათ. დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე, ნახევარი საათით ადრე, USAID-ის ოფისთან, აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელიც გადაადგილდებოდა.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა, სასტუმრო „რედისონში“ დღეს თექვსმეტი საათისთვისაა ჩანიშნული.