ხელისუფლებამ კვლავ და კვლავ თქვა უარი დეცენტრალიზაციის გაცხადებულ მიზანზე – მაგდა პოპიაშვილი “რეგიონების განახლების” პროექტზე

901

TV 25, თოქ-შოუ „პოზიცია”

“ეს პროექტი ორ რამეს უკავშირდება: პირველი – ბუნებრივია, ეს უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც ოცნებას დასახული აქვს მიზანი და ეს მიზანი დაუსახა იმ შეთანხმებამ, რომელიც ოპოზიციასთან წინა კვირას გააფორმა, ანუ 43%-ის გადალახვა იმისთვის, რომ არ დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი ქვეყანაში და მეორე – ხელისუფლებამ კვლავ და კვლავ თქვა უარი დეცენტრალიზაციის გაცხადებულ მიზანზე. თითქოსდა, ერთი მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ ის თანახმაა, ქვეყანაში დეცენტრალიზაცია მოხდეს და მათ შორის, ასეთი პროექტები არა მთავრობამ, მგფ-მა ან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აკეთოს და მათ გადაწყვიტონ, სად რა პროექტი განხორციელდეს, არამედ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მეორე მხრივ კი კვლავ ცენტრალიზებულად აკეთებს ამას. ამიტომ ამ პროგრამას ორი მიზანი აქვს – პირველი საარჩევნო და მეორე ის, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ერთი ქვაც კი ვერ გადაადგილდება თვითმმართველობებში”, – თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი TV 25-ის თოქ-შოუში „პოზიცია” მთავრობის ახალ ინიციატივას – “რეგიონების განახლების” პროექტს აფასებს.