აჭარის ტელევიზია, გადაცემა “მთავარი აჭარაში”
“როდესაც ცენტრი ასე ერთპიროვნულად ერევა მუნიციპალურ საკითხებში და წყვეტს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ეს არის აბსურდი, დეცენტრალიზაცია უნდა იყოს მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულად უგულებელყოფილია. არ შეიძლება, ადგილობრივებს არ შეეკითხო, ადგილზე რა უნდა გაკეთდეს და მუდმივად ცენტრში მიიღო გადაწყვეტილებები”, – ასე აფასებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ახალ ინიციატივას – “რეგიონების განახლების” პროექტს, რომლის შესახებაც საქართველოს პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.