ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა და დაინიშნა ვარლამ გობეჯიშვილი.
ვარლამ გობეჯიშვილი 2004 წლიდან მუშაობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, სხვადასხვა პოზიციაზე. 2016-2020 წლებში იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი.
როგორც ვარლამ გობეჯიშვილი აცხადებს, სოციალურ საკითხთა სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდა, თანასწორობის პრინციპების დაცვა, ორგანიზაციული კულტურის ამაღლება და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა.