საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა. თბილსის მერიის სიგრძე, ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა. ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის,...
ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში. „რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ჩვენ მთავრობის სხდომის შემდეგ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარაში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურეობრივ ავტომობილებს პირად სარგებლობაში იყენებენ. რეზო ხარაზის თქმით, გაწეული ხარჯები არამიზნობრივია და ამასთან საწვავის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი განცხადებით, საჯარო მოხელეები პირადი მიზნებისთვის ათასობით ლიტრ საწვავს ხარჯავენ. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები და გამოვლინდა, რომ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურეობრივ ავტომობილებს პირადი (არასამსახურეობრივი) მიზნებისთვის იყენებენ. სამინისტროების...
წინა სტატია გადადგომის გადაწყვეტილება ადამიანური ფაქტორის გამო მივიღე. "ქართული ოცნების" გუნდში მაშინ მოვედი, როცა სხვა შემადგენლობა იყო, მერე ეს გუნდი გაიყო და ახლა მე ვერცერთ მხარეს ვერ დავიჭერ. ამ ეტაპზე, არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ ვუერთდები, ვაპირებ, საქმიანობა კერძო სექტორში გავაგრძელო, თუმცა,  თანამშრომლობას არავისთან გამოვრიცხავ. იქ ვიქნები, სადაც ზუგდიდელებს დასჭირდებათ, - განაცხადა ზუგდიდის ყოფილმა მერმა, გიორგი შენგელიამ. შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელიამ გადადგომის...
შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო ზუგდიდელებო! ორი წელია, თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვა საქართველოს „ასტრაზენეკას" 15 ათას ვაქცინას გადასცემს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება. „დეტალები დაზუსტდება რა ვაქცინა იქნება, 15 ათასი დოზა ბევრი არ არის, თუმცა, მადლობლები ვართ ამ დონაციისთვის. გადანაწილდება იმგვარად, რა ეტაპითაც მიდის ვაქცინაციის პროგრამა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია „ასტრაზენეკაზე", დეტალები დაზუსტდება",- აღნიშნავს გაბუნია. ცნობისთვის, ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200...
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) განცხადებით, მიუხედავად იმისა, სოფელ შუქრუთში პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი და ხელისუფლება მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ გულგრილი რჩება. 11 მაისს აქციის სამმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს. შუქრუთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები, იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. "იმის გათვალისწინებით, რომ...
შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან უნდა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „ქართული ოცნების“ არგუმენტი მესმის, რომ როცა ოპოზიციის წარმომადგენელი ასრულებს მოვალეობას, მას პროცესის დაბლოკვა რომ უნდოდეს, ეს უნდა შეეძლოს თუ არა – ეს არგუმენტი ჩემთვის მისაღებია. წინადადება მქონდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა არჩევნები ტარდება და შესაძლებლობა არსებობს, მოადგილემ ქვეყანას რაღაცა დაუშავოს, საარჩევნო პერიოდში მას...
გურჯაანში სტიქიისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება დაიწყო. სახლების გადახურვა პირველ ეტაპზე, სოფელ კაჭრეთში მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდება. “სოფელ კაჭრეთში უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში მოხდა თანხის გამოყოფა და სამუშაოების დაწყება, რისი პირობაც მოსახლობას სტიქიის მოსვლის დღეს მივეცით. ახლა, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადაში და რა თქმა...
"ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში შეიმუშავებს და ოპოზიციურ ჯგუფებს შესთავაზებს ისეთ ვერსიას, რომელიც სამართლიანია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს "საარჩევნო კოდექში" შესატანი ცვლილებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იქნება გარანტი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა წესი, ყველა მიდგომა იყოს სამართლიანი. „საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ვაგრძელებთ შეხვედრებს. ერთ-ერთი საკითხი არის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. "ქართული...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას, ისევე როგორც მრავალ სხვა წარმოებას, ზრდისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა. ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 1 400 000 ლარით დაფინანსდა. შედეგად, დღეს იგი საქართველოში ყველაზე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. „ელენე ქორთუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, ამჟამად კი ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კოპენჰაგენის უნივერსიტეტის, პედაგოგიური განათლების საერთაშორისო პროგრამებზე სწავლობს. ლუკა კიტია ოდიშიდანაა....
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტისათვის 15 ტენდერი გამოაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 15-დან 10 ტენდერში, ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, საკონკურსო პირობების ერთი მუხლი დაზუსტდა და ათივე ტენდერი შესაბამისი პროცედურების დაცვით გრძელდება. „რაც შეეხება 5 ტენდერს, მათი სატენდერო პროცესის მიმდინარე სტატუსიდან გამომდინარე, დაზუსტება ვეღარ მოხდებოდა. ამიტომ, ეს 5 ტენდერი შეწყდა და უკვე გასწორებული...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს „კომენდანტის საათის" გადაწევასთან დაკავშირებით. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება. „პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე....
თანამშრომლებს, რომლებიც არიან კონკურსის წესით დანიშნულები, იცავს კანონი, შესაბამისად, მე მათ ვერ გავათავისუფლებ, თუმცა, შეიძლება, ისინი წავიდნენ საკუთარი განცხადებებით, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა მედიის მიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, „გასათავისუფლებელთა 40-კაციანი სიის შესახებ" არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის. „ინფორმაცია, თითქოს, მერიაში 40 კაცს აქვს წასვლაზე განცხადება დაწერილი, არის ტყუილი, ვინ გითხრათ, რომ...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. მელიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება. „კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მიღებული, შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგას, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ