ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.
„ელენე ქორთუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, ამჟამად კი ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კოპენჰაგენის უნივერსიტეტის, პედაგოგიური განათლების საერთაშორისო პროგრამებზე სწავლობს.
ლუკა კიტია ოდიშიდანაა. ის გერმანიის ქალაქ მარბურგის ფილიპეს უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია.
ფინანსური მხარდაჭერა გაეწია გიორგი ხვიჩიას. გიორგი უკვე მე-2 წელია სწავლობს უნგრეთში, დებრეჩენის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე. ამჟამად მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე.
სანდრო მიქენაია სწავლობს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე, სამკაულის და ლითონის დეკორატიულ პლასტიკაზე. პროფესიის განსავითარებლად სანდროს ესაჭიროება შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა, ეკრანი და უეკრანო გრაფიკული სახატავი პლანშეტი.
ფინანსური მხარდაჭერა გაეწია ხატია ხვინგიას. ხატია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს. 2021 წლის შემოდგომის სემესტრში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის.
ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ , – განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.