შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან უნდა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ არგუმენტი მესმის, რომ როცა ოპოზიციის წარმომადგენელი ასრულებს მოვალეობას, მას პროცესის დაბლოკვა რომ უნდოდეს, ეს უნდა შეეძლოს თუ არა – ეს არგუმენტი ჩემთვის მისაღებია. წინადადება მქონდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა არჩევნები ტარდება და შესაძლებლობა არსებობს, მოადგილემ ქვეყანას რაღაცა დაუშავოს, საარჩევნო პერიოდში მას უნდა სჭირდებოდეს ცესკო-ს დანარჩენი წევრების თანხმობა.
დისკუსია კიდევ გრძელდება, ეს საკითხი ისეთი პრინციპული არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. იმედი მაქვს, ამაზე შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩამ.
დღეს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა.