გაბუნია: წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვა საქართველოს „ასტრაზენეკას” 15 ათას ვაქცინას გადასცემს

451

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვა საქართველოს „ასტრაზენეკას” 15 ათას ვაქცინას გადასცემს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

„დეტალები დაზუსტდება რა ვაქცინა იქნება, 15 ათასი დოზა ბევრი არ არის, თუმცა, მადლობლები ვართ ამ დონაციისთვის. გადანაწილდება იმგვარად, რა ეტაპითაც მიდის ვაქცინაციის პროგრამა.

წინასწარი ინფორმაციით, საუბარია „ასტრაზენეკაზე”, დეტალები დაზუსტდება”,- აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200 000 დოზა დაამტკიცა, მათ შორის საქართველოსთვისაც.