საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა.
თბილსის მერიის სიგრძე, ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა. ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.
ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე.
სამომავლოდ, ავტობუსის ზოლები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, თამარაშვილის, აფხაზის, ჰოლბრუკის, ხმელინცკის, ჯავახეთის, ჩაჩავას, დადიანის, წინამძღვრიშვილის, გაგარინის, ერისთავის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, მირიან მეფის, პეტრიწისა და არჩილ მეფის ქუჩებზე; ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას, მოსკოვის, თამარ მეფის, წერეთლის, გელოვანის, რობაქიძის (სრულად), ფარნავაზ მეფისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე.
აღნიშნული გეგმა დამუშავების პროცესშია და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.