პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა “ფაიზერის” ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის სავარაუდო დროც დაასახელა და თქვა, რომ მას ივნის-ივლისში შემოიტანენ. “ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაქცინების მიღება,...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე მერის ყოფილ მოადგილეებს საჯარო დებატებში იწვევენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები გასულ კვირას პოლიტიკური დევნის მოტივით დატოვეს და აღნიშნეს, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად ჩაერთვებიან. "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში თვლიან, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანი და არადამაჯერებელია, რადგან მათივე შეფასებით, ეს ადამიანები ბოლო წლების განმავლობაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ, მათი...
1 აპრილიდან 3 მაისამდე გორის მუნიციპალიტეტს 5733 ტურისტი და ვიზიტორი ეწვია. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზის განყოფილების ინფორმაციით, მარტში ეს მონაცემი 1654-ით იყო წარმოდგენილი, რომელიც აპრილში 4079-მდე გაიზარდა. ტურიზმის განყოფილბის ინფორმაციით, ვიზიტორებს შორის 2900 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია უწყებაში სტაჟირების წესს ამტკიცებს. პროექტი საკრებულოს გადაეგზავნა განსახილველად. მერიის მიერ შემუშავებული წესების თანახმად, უწყებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. "სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით" , - ვკითხულობთ დოკუმენტში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს...
წინა სტატია დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება, რასაც ეროვნული ბანკი განახორციელებს. „აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმება მიღწეული იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ- კვირას ღია სივრცეში მიიღონ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სპეციალური შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ- კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ, ცხადია რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიური ტენდენციაზე დაკვირვებას...
ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დმანისში ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი როგორც ეთნიკური დაპირისპირება. „საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცით, რამდენიმე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იქნას წარმოჩენილი როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქალაქ დმანისში, დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. ისინი ინციდენტის დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა. დაკავებულების რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ...
ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება. „ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. დღეიდან გადადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 2300 საათიდან 05:00 სთ-მდე პერიოდში. მივმართავთ მოქალაქეებს, გაივალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც...
წინა სტატია ქალაქ დმანისში ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია. შსს დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას არ შეუწყონ ხელი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან...
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ. საქართველო, თბილისი, 2021 წლის მაისი - USAID და Gazelle Finance-მა დაიწყეს ახალი, სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭრას გაუწევს და COVID-ის წინააღმდეგ მდგრადობაში დაეხმარება. პროგრამა გააძლიერებს 30-ზე მეტ, მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, დაეხმარება...
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში 15 მაისს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე დღეიდან, 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas--ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის და...
,,ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო. "პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, როგორც თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას და პარტიის ყველა დონის მმართველი ორგანოს და ლიდერის აირჩევას უშუალოდ პარტიის წევრების მიერ ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებზე. შიდაპარტიული, ანუ თანამონაწილეობითი დემოკრატია არის პოლიტიკურ მეთოდთა და პროცედურათა ერთობლიობა როდესაც, პარტიული გაერთიანების ყველა წევრს აქვს თანაბარი...
„გაეროს ბავშვთა ფონდისა“ (UNICEF) და აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ იწყებს. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში 23 მუნიციპალიტეტში, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ტრენინგები და ვებინარები ჩატარდება. „გაეროს ბავშვთა ფონდის“ ინფორმაციით, ასევე ჩატარდება, საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია. კურსის დასასრულს, ყველა მონაწილეს პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე...
ქალაქ დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ვითარება დაპირისირების გამო, დაძაბულია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ჯოხებს ურტყამენ. მხარეებმა პოლიციის კოდრონის გარღვევა მოახერხეს. ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, დაახლოებით, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი პოლიციელია. ადგილზე  მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილმა  ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის, კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ისაუბრა.  „ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში, სრულად   აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი.  საქართველო არ არის გამონაკლისი მსოფლიოში და ჩვენი მიზანია თანმიმდევრულად, სწორი პოზიციონირებით მოვახერხოთ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და  სწორი მოლოდინების შექმნა. ყველა დამატებითი შეზღუდვა, მათ შორის სახმელეთო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ