დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ჯოხებს ურტყამენ – ადგილზე ვითარება დაძაბულია

759

ქალაქ დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ვითარება დაპირისირების გამო, დაძაბულია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ჯოხებს ურტყამენ.

მხარეებმა პოლიციის კოდრონის გარღვევა მოახერხეს. ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მიიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, დაახლოებით, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი პოლიციელია. ადგილზე  მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ. დაპირისპირების დროს სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და გაანადგურეს სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა.

დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დილიდან განახლდა. გამოძიებამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, რომელიც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ასახავს.

დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა.  მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.