გორის მერია სტაჟირების წესს ამტკიცებს

296

გორის მუნიციპალიტეტის მერია უწყებაში სტაჟირების წესს ამტკიცებს. პროექტი საკრებულოს გადაეგზავნა განსახილველად.

მერიის მიერ შემუშავებული წესების თანახმად, უწყებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე.

“სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი; იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

სტაჟირება არანაკლებ ერთი თვის და მაქსიმუმ 6 თვის ვადით არის შესაძლებელი.