USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ.
საქართველო, თბილისი, 2021 წლის მაისი – USAID და Gazelle Finance-მა დაიწყეს ახალი, სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭრას გაუწევს და COVID-ის წინააღმდეგ მდგრადობაში დაეხმარება. პროგრამა გააძლიერებს 30-ზე მეტ, მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვაში, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში მათი ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისათვის.
“პროგრამა ორიენტირებული იქნება მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხელს შეუწყობს მათ კერძო ფინანსების მოზიდვაში, ბიზნესის გაფართოებასა და მათ თემში სამუშაო ადგილების შექმნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ბენეფიციარ ბიზნესებს გავიდნენ ახალ საექსპორტო ბაზრებზე, გააძლიერონ მენეჯმენტი და გააუმჯობესონ გარემოს დაცვითი, სოციალური საკითხები და ეფექტური გახადონ მმართველობა”, – განმარტავენ როგორც USAID-ში.
როგორც USAID-ში აცხადებენ, შედეგად, ეს მხარდაჭერა ამ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკაში წამყვან ბიზნესებად აქცევს, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ისინი სამაგალითონი გახდებიან სხვა დინამიკური კომპანიებისთვისაც.
“პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესებს. ვიწყებთ რა პანდემიის შემდგომ აღდგენაზე ფიქრს, აუცილებელია რომ ბიზნესებმა მიიღონ ის დაფინანსება, რაც ასე მნიშვნელოვანია მათი გაძლიერებისთვის. განავითარონ ინოვაციური პროდუქტები და ისეთი სერვისები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გონივრულ და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას” – განაცხადა
USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.
“Gazelle Finance-თან ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან პარტნიორობის
ახალ ეტაპზე გადასვლის კარგი მაგალითია. რომლის ფარგლებშიც პერსპექტიულ კომპანიებს ხელს ვუწყობთ ზრდასა და ქვეყნის განვითარების მიზნებში წვლილის შეტანაში- მათ შორის საქართველოს მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნის
ხელშეწყობითაც.”
“პროგრამა ორიენტირებულია 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, შედეგადაც შეიქმნება 1 677 ახალი სამუშაო ადგილი და საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით 15 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს“ – განაცხადა Gazelle Finance-ის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ლიბერთმა.
“კომპლექსური დაფინანსების ეს მიდგომა, ნოუჰაუს ტრანსფერის და საინვესტიციო
კაპიტალის კომბინაცია, გრძელვადიანი ბიზნესის შექმნის გადამწყვეტი ინგრედიენტია, რომელსაც ამ ეტაპზე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები ნაკლებად
განიხილავს.”