2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, კომისიის მუშაობის საკითხზე დასკვნას აპარატი მოამზადებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გავა. „ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა. ამ ფორმით კომპანიის მუშაობით მიყენებულ ზიანს, ამ დროისთვის სულ ხუთი ადამიანი აპროტესტებს. მოსახლეობის განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს, ან მათ...
გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ქობულეთში. წარმოქმნილ დისკომფორტზე საუბრობენ, როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსული სტუმრები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მაგალითად ქობულეთის ცენტრალური ქუჩებისთვის გათვალისწინებული ავტობუსებიდან 2 მწყობრიდანაა გამოსული, ზაფხულის მოსვლასთან ერთად კი მგზავრთა რაოდენობა იზრდება. მერიაში პრობლემას აღიარებენ, თუმცა მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ავტოპარკის განახლებას პანდემიამ შეუშალა ხელი და უწყება გონივრულ ვადაში პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
გაზიფიცირების პრობლემა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში. კაპანდიბში მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ თხევადი აირის შეძენა მათ მცირე ოჯახურ ბიუჯეტს მძიმედ აწვება, ხოლო ბუნებრივი აირის ქსელი, მათი თქმით, ხარვეზით გაკეთდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ ისინი ამ შემთხვევაში გაზიფიცირების ნებართვას გასცემენ და ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება მათ არ ეხებათ, კაპანდიბის შემთხვევაში ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაა, სადაც გვითხრეს, რომ ოჯახებს...
დღეს პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი განხორციელდა. მათვე განმარტებით, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის.  ვიზიტორთათვის მოეწყო ავტო პარკინგი და ავტობუსების სადგომი. "დღეიდან განახლებული პეტრას ციხე უმასპინძლებს ვიზიტორებს. 3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე, ეს არის...
video
ბიზნესი რეკრეაციული ზონის სანაცვლოდ. კურორტ გოდერძზე ხეებს ჩეხავენ. 10-მდე ჯანსაღი ნაძვი იმ მიზეზით მოჭრეს, რომ კერძო პირს, ადგილზე, სასტუმროს მშენებლობა სურს. ეკონომიკის სამინისტრო, მის მიერ გაყიდულ ტერიტორიაზე, პასუხიმგებლობას ხულოს მერიას აკისრებს, რომელიც თავის მხრივ სრულიად განსხვავებულ განმარტებებს აკეთებს. ვიდრე, უწყებები საერთო პოზიციაზე მივლენ, საკურორტო ზონის ხეები უკვე გაჩეხილია. ამ ტემაზე ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ეს კადრები გოდერძის უღელტეხილზე, გადავიღეთ. ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე...
"დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს, 18 მაისიდან კი სამარშრუტო მიკროავტობუსები მოსახლეობას 22:00 საათამდე მოემსახურებიან", - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს.
video
ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. მიმდინარეობს ბეტონის საფარის დასხმა. მოეწყო საყრდენი კედელი. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 9 ქუჩის კეთილმოწყობაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ შვიდასი ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი.
ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევის შემდეგ, ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსების მუშაობის დრო გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ქალაქში ყველა საავტობუსო ხაზი 22:30 საათამდე იმუშავებს. რაც შეხება მიკროავტობუსებს, ქუთაისის მერიაში, ჯერჯერობით, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. 17 მაისიდან ე.წ. კომენდანტის საათი  საღამოს 9 საათის ნაცვლად 11 საათზე იწყება და დილის 5 საათამდე მოქმედებს.   ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ...
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე, რაც შეეხებოდა 19 აპრილის შეთანხმებას, შევთანხმდით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე, მათგან ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების დანიშნული, ხოლო ერთი იქნება პროფესიული ნიშნით დანიშნული. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმებული პაკეტი არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა და ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით. „ძირითადი საკითხი, რაც იყო, იცით,...
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ “კომენდანტის საათის” გადაწევის გადაწყვეტილება მიიღო – გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან იმოქმედებს. შესაბამისად, რუსთავში იცვლება კერძო სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი. ამის შესახებ ტვ4 წერს. კერძოდ, როგორც ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, შიდა საქალაქო სამარშრუტო ტაქსები დღეიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ. გამონაკლისი იქნება 22-ე სამარშრუტო ტაქსი, რომელიც 22:00 საათამდე იმოძრავებს. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ხვალიდან მუნიციპალური...
2021 წლის I კვარტალში საქართველოში 136 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (62.5%) რეგიონშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე, განთავსებულია ქ. თბილისში (9.6%), ქვემო ქართლის (7.4%), აჭარის (7.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.1%), იმერეთის (2.9%), კახეთის (2.2%), გურიის (1.5%) და მცხეთა-მთიანეთის (1.5%) რეგიონში. ამასთან, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება 243 მომხმარებელს...
28-30 მაისს, „შიდა ქართლის მეწარმეთა ქსელის“ ორგანიზებით გორში სამდღიანი ბიზნეს კვირეული “მეცფესტი” ჩატარდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეებისა და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "სტარტაპ" კვირეულის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საგრანტო და ბიზნეს აქსელერაციის პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის შეხვედრები, მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ სტარტაპერებსა და მეწარმეებს, ასევე მიიღონ...
შემდეგი სტატია გურჯაანის საკრებულოს წევრმა, სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელმა, მაია ბეროშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. საკითხი საკრებულოს სესიაზე განიხილეს. ამის შესახებ სპექტრი წერს. როგორც საკრებულოს წევრმა ლევან ხაზიურმა ჩვენთან საუბარში განმარტა, მაია ბეროშვილმა მანდატი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა. „ქალბატონ მაია ბეროშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი განცხადების საფუძველზე. როგორც განცხადებაშია მოყვანილი ის საქმიანობას კერძო სექტორში...
ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები მაინც ჩატარდება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გურჯაანში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მსახიობების ფაეტონით მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, რამდენიმე ფლეშმობიც იგეგმება. ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა, ქალაქის რამდენიმე ქუჩას მოიცავს და გურჯაანის იუსტიციის სახლთან დასრულდება.მსვლელობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 4237 ლარი დაიხარჯება,...
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის თაობაზე შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. აღნიშნულის შესახებ მან პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა. „მე მიმაჩნია, რომ შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტია, შევთანხმდით შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულებაზე. ეს პოლიტსაბჭომ დღეს დეტალურად, პუნქტობრივ დონეზე დაუდასტურა ჩვენს წარმომადგენლებს შესაბამის სამუშაო ჯგუფში, ეს იმას ნიშნავს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ