ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

502

ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

მიმდინარეობს ბეტონის საფარის დასხმა. მოეწყო საყრდენი კედელი. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 9 ქუჩის კეთილმოწყობაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ შვიდასი ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი.