გაზიფიცირების პრობლემა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში. კაპანდიბში მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ თხევადი აირის შეძენა მათ მცირე ოჯახურ ბიუჯეტს მძიმედ აწვება, ხოლო ბუნებრივი აირის ქსელი, მათი თქმით, ხარვეზით გაკეთდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ ისინი ამ შემთხვევაში გაზიფიცირების ნებართვას გასცემენ და ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება მათ არ ეხებათ, კაპანდიბის შემთხვევაში ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაა, სადაც გვითხრეს, რომ ოჯახებს ბუნებრივ აირს წლის ბოლომდე მიაწვდიან.