ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი – გადაუჭრელი პრობლემა ქობულეთში

433

გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ქობულეთში. წარმოქმნილ დისკომფორტზე საუბრობენ, როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსული სტუმრები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მაგალითად ქობულეთის ცენტრალური ქუჩებისთვის გათვალისწინებული ავტობუსებიდან 2 მწყობრიდანაა გამოსული, ზაფხულის მოსვლასთან ერთად კი მგზავრთა რაოდენობა იზრდება.

მერიაში პრობლემას აღიარებენ, თუმცა მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ავტოპარკის განახლებას პანდემიამ შეუშალა ხელი და უწყება გონივრულ ვადაში პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.