“დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს, 18 მაისიდან კი სამარშრუტო მიკროავტობუსები მოსახლეობას 22:00 საათამდე მოემსახურებიან”, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება.
კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს.