გორში ბიზნეს კვირეული ჩატარდება

463

28-30 მაისს, „შიდა ქართლის მეწარმეთა ქსელის“ ორგანიზებით გორში სამდღიანი ბიზნეს კვირეული “მეცფესტი” ჩატარდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეებისა და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სტარტაპ” კვირეულის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საგრანტო და ბიზნეს აქსელერაციის პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის შეხვედრები, მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ სტარტაპერებსა და მეწარმეებს, ასევე მიიღონ მონაწილეობა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე.

სტარტაპ” კვირეულის ფარგლებში ჩატარდება იდეათონიც, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შიდაქართლში მცხოვრებ, 16 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს.

იდეათონში მონაწილე 3-5 კაციანი გუნდი იმუშავებს თემებზე: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში, მწვანე მეწარმეობა, ინოვაციური სერვისების დანერგვა სხვადასხვა სფეროში. კვირეულის ფარგლებში, იდეათონში მონაწილე ჯგუფებმა უნდა შექმნან იდეა/კონცეფცია/პლატფორმა, რაც ადგილობრივ მეწარმეებსა და “სტარტაპერებს” ცნობადობის გაზრდასა და პროდუქციის პოპულარიზებაში დაეხმარებათ. იდეათონის გამარჯვებული გუნდები (პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული) მიიღებენ ფულად პრიზებს და განაგრძობენ თანამშრომლობას იდეის შემდგომი განხორციელებისათვის”,- განმარტავენ ორგანიზატორები.

იდეას, რომელიც მწვანე მეწარმეობაზე იქნება კონცენტრირებული, გარემოსდაცვითი რეგიონული ორგანიზაცია CENN გადასცემს დამატებით ფულად ჯილდოს.

პროექტი “USAID Zrda Activity in Georgia”-ს მხარდაჭერით და “Startup Grind Tbilisi Georgia”-ს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის პარტნიორობით ხორციელდება.

სტარტაპ კვირეული ჩატარდება 28-29-30 მაისს Zoom პლატფორმაზე და გადაიცემა Facebook Live-ს მეშვეობით.