არსებობს ჩარჩო-დოკუმენტი, რომლითაც ხდება თბილისის განაშენიანება, თბილისის ურბანული, სწორი განვითარება და ჩვენ ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვით ქაოტურ განაშენიანებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მგონია, რომ არავის მოგვწონდა ის მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავაუქმეთ კოეფიციენტების მატების შესაძლებლობა, რაც ასევე ვფიქრობ, სწორი და...
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბარაკების ადგილზე დასასვენებელი სკვერი გაკეთდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ადგილობრივ მოსახლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ განხორციელდა.
“კარგად მოგეხსენებათ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია როგორი დატვირთულია საცხოვრებელი კორპუსებით, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ შეიძლება კონკრეტული სივრცეების ურბანულად განვითარება. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს პრობლემური სივრცე. იქ იყო ბარაკები, სადაც სავარაუდოდ, მოხდებოდა კორპუსის ჩადგმა, მშენებლობის განხორციელება,...
7 ივნისიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები იმისთვის, რომ უფასო პარკირებით ისარგებლონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამა ქალაქის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება.
„ჩვენ ქალაქის მასშტაბით დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამის განხორციელება და მინდა გითხრათ, რომ დიდი წარმატებით მიმდინარეობს დანერგვა ამ პროგრამის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ბევრი ადამიანი სარგებლობს და არის ამ...
დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებზე განაცხადების მიღების ვადამ 1 სექტემბრამდე გადაიწია. ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის პრეფერენციული გადაწყვეტილებების სისტემა შევქმენით და განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განვსაზღვრეთ მიმდინარე წლის 30 მაისი. ამ ვადაში ბევრი განაცხადი შემოვიდა და ბევრი საკითხიც გადაწყდა, თუმცა, ვფიქრობთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ ამით და მათ, ვინც აქამდე ვერ შეძლო განაცხადების შემოტანა, ეძლევათ...
თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში შენობის ექსტერიერი და ინტერიერი სრულად განახლდება, განხოციელდება ეზოს კეთილმოწყობა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და ძველი თბილისის განახლება. ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და მიმდებარე ქუჩების განახლება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კახა კალაძე თბილისის მერობის ყველაზე სასურველი კანდიდატი იქნება. რუსთავი 2-ის ეთერში "ღამის კურიერში" საუბრისას მან აღნიშნა, რომ მათივე ჩატარებული კვლევით, კალაძე რეიტინგში პირველ ადგილზე იყო.
"ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა.
დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური პოლიტიკოსი და დღეს ჩართულია პოლიტიკაში, ყველას...
სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 17-18 მაისს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39,207,800 ლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86 პროცენტით გაიზარდა.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული...
გადაადგილებაზე შეზღუდვის 23:00 საათამდე გადაწევასთან დაკავშირებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება. ამის შესახებ კომპანია „ინტერტრანსის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანიის ცნობით, 19 მაისიდან განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ კომპანია „ინტერტრანსის“ დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები. კონკრეტულად:
თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:00 საათზე გამოვა;
მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან...
პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია.
„მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაბალი ბიზნესაქტივობის ფონზე, რაც ბუნებრივად იყო გამოწვეული იმ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია და ეს სახელმწიფო ქონების...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, იწყება საგარეჯოდან 12 კმ-ში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება.
„გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის...
შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იანი წილი 21 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე საწყისი ფასი 19 000 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იან წილზე, რომელიც აუქციონზე 21 000 ლარად გაიყიდა.
ცნობისთვის, 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საკუთრების მართვის სააგენტომ გასაყიდად 9 სახელმწიფო საწარმო გამოიტანა. ესენია: შპს "ზუგდიდის...
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ" პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული დარგის ექსპერტები, მათ შორის, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, ურბანისტები, ბიზნესსექტორის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. დღევანდელი სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 7 ადამიანის ხელშეკრულებით დასაქმებას გეგმავს. თანამშრომლების მიღება ზედამხედველობის, ადმინისტრაციულ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურებში სურთ. ამის შესახებ სპექტრი წერს.
საკითხი საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა ნიჟარაძის განმარტებით, მერია თანამშრომლების მიღებას წინასაარჩევნოდ გეგმავს.
„ამატებენ შვიდ ადამიანს, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ...
2021 წლის ოქტომბრის თვემდე, თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოთა წარმოების ადგილებზე (შეზღუდვის და გადართვის) მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები განთავსდება.
ამასთან, მშენებელი ორგანიზაცია უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმითა და ალმით აღჭურვილი თანამშრომლების გამოყოფას, შეზღუდვის ადგილებში მოძრაობის დასარეგულირებლად.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის კმ4+174მ-ში...
შეზღუდვები, რომლებიც დარჩა, ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბინიაბ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან, ამასთანავე, განმარტა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის 2 საათით შემსუბუქებაც კი ქვეყანამ უსაფრთხოდ უნდა გაიაროს, რომ მომავალ შემსუბუქებაზე იყოს საუბარი.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ხელისუფლების მიზანია ზაფხული ვირუსის გავრცელების ახალი შემთხვევების მინიმალური რაოდენობით დაიწყოს, რაც უნდა გახდეს შეზღუდვების მოხსნის საფუძველი.
„ეტაპობრივი შემსუბუქება იმას...
"ამ კვირას საქართველო დაასრულებს მოლაპარაკებას მსოფლიო ბანკთან ვაქცინების დამატებითი დაფინანსების მოზიდვისთვის“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვაქცინების ფასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა მომწოდებელთან ოპერირებს გაუთქმელობის ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ფასის გაჟღერების საშუალებას არ იძლევა.
„საქართველო იყენებს დიპლომატიური არხების საშუალებით მოლაპარაკებებს, უშუალოდ მწარმოებელთან კომუნიკაციას, ყველაზე ოპტიმალური ფასი არის გათვალისწინებული ხელშეკრულებებში, რომელიც მიმწოდებელთან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































