თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში შენობის ექსტერიერი და ინტერიერი სრულად განახლდება, განხოციელდება ეზოს კეთილმოწყობა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და ძველი თბილისის განახლება. ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და მიმდებარე ქუჩების განახლება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, მომავალში გაგრძელდება დამაკავშირებელი, მომიჯნავე ქუჩების რეაბილიტაცია.
ძველი თბილისი არის ის, რასაც მოვლა და განახლება სჭირდება. ეს არის ის შენობა-ნაგებობები, რომლითაც თითოეული თბილისელი ამაყობს.
თბილისის განვითარების ფონდმა, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ეს შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
პროექტის ფარგლებში შენობის ექსტერიერი და ინტერიერი სრულად განახლდება, განხოციელდება ეზოს კეთილმოწყობა. 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს სამუშაოები.
ამ მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიაში და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვლის წარმოებასა და გამოყენებაზე. აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები“, – აღნიშნავს კალაძე.