გადაადგილებაზე შეზღუდვის 23:00 საათამდე გადაწევასთან დაკავშირებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება. ამის შესახებ კომპანია „ინტერტრანსის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანიის ცნობით, 19 მაისიდან განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ კომპანია „ინტერტრანსის“ დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები. კონკრეტულად:
თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:00 საათზე გამოვა;
მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:30 საათზე გამოვა;
ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:30 საათზე გამოვა;
მეგობრობის გამზირიდან კონკრეტულად კი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარკეთილის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:30 საათზე გამოვა;
რუსთავის რკინიგზის სადგურიდან (ე.წ 96-ე სამარშრუტო ხაზი) დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 17:30 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:00 საათზე გამოვა;
ფიროსმანის ქუჩიდან (ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზი) სპორტის სასახლის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 20:45 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:50 გამოვა;
მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:00 საათზე გამოვა;
ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისთ ფოინთის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 19:20 საათზე გამოვა;
მე-19 მიკრორაიონიდან, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:00 საათზე შესრულდება. თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:00 საათზე გამოვა;
„უცვლელი რჩება რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი. (თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა, ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება).
კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.