თბილისის მერიამ დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებზე განაცხადების მიღების ვადა გაახანგრძლივა

414

დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებზე განაცხადების მიღების ვადამ 1 სექტემბრამდე გადაიწია. ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის პრეფერენციული გადაწყვეტილებების სისტემა შევქმენით და განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განვსაზღვრეთ მიმდინარე წლის 30 მაისი. ამ ვადაში ბევრი განაცხადი შემოვიდა და ბევრი საკითხიც გადაწყდა, თუმცა, ვფიქრობთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ ამით და მათ, ვინც აქამდე ვერ შეძლო განაცხადების შემოტანა, ეძლევათ შესაძლებლობა განაცხადები 1-ელ სექტემბრამდე შემოიტანონ“, – განაცხადა კალაძემ.