შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იანი წილი 21 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე საწყისი ფასი 19 000 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იან წილზე, რომელიც აუქციონზე 21 000 ლარად გაიყიდა.
ცნობისთვის, 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საკუთრების მართვის სააგენტომ გასაყიდად 9 სახელმწიფო საწარმო გამოიტანა. ესენია: შპს “ზუგდიდის ფარმაცია” (ს/ნ 219984596) 100% წილი; შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი” (ს/ნ: 211327410) 100% წილი; სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51 % წილი; შპს “საზღვაო ტექსერვისი” (ს/კ 245431206) 100% წილი; სს ,,ხაშურის მინის ტარა” (ს/ნ: 243855734) 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935% წილი; შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614)100 % წილი; შპს ,,ჭიათურის ავტოსადგური’’ (ს/კ 215592446) 49% წილი; შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214)100 % წილი; შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი.