გაბუნია: ამ კვირაში ვაქცინებისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდვისთვის საქართველო მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებას დაასრულებს

368

ამ კვირას საქართველო დაასრულებს მოლაპარაკებას მსოფლიო ბანკთან ვაქცინების დამატებითი დაფინანსების მოზიდვისთვის“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვაქცინების ფასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა მომწოდებელთან ოპერირებს გაუთქმელობის ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ფასის გაჟღერების საშუალებას არ იძლევა.

„საქართველო იყენებს დიპლომატიური არხების საშუალებით მოლაპარაკებებს, უშუალოდ მწარმოებელთან კომუნიკაციას, ყველაზე ოპტიმალური ფასი არის გათვალისწინებული ხელშეკრულებებში, რომელიც მიმწოდებელთან გვაქვს. პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია ნებისმიერი კორუფციული რისკისგან.

საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ დღეს შეძენილ ვაქცინებში გადახდილი თანხის რეტროაქტიული ანაზღაურების შესაძლებლობა იყოს სხვა საფინანსო ინსტიტუციების მიერ მიმდინარე პროექტების ფარგლებში.

ამ კვირას საქართველო დაასრულებს მოლაპარაკებას მსოფლიო ბანკთან ვაქცინებისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდისთვის, ასევე უკვე დასრულდა მოლაპარაკებები, მალე დაიწყება პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც დაგვეხამრება ვაქცინების მობილიზებაში“,-აღნიშნავს გაბუნია.