ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შეღავათები და პროგრამები, რაც პანდემიის საპასუხოდ არის დაწესებული, 6 - თვიან პერიოდზეა გათვლილი და მათი სრულად შენარჩუნება არ მოხდება.
თუმცა, როგორც კაკაურიძე აღნიშნავს, გარკვეული ინიციატივების წარმოდგენა მაინც მოუწევთ და სავარაუდოდ, სამომავლოდ, სოციალური ხარჯების წილი ბიუჯეტში გაიზრდება.
"ჩვენ აპრილის თვის მონაცემები გვაძლევს გარკვეულ იმედებს, თუმცა, ერთი თვის მონაცემებით გადაწყვეტილების მიღება არის საკმაოდ რთული. შეღავათები, რაც დაწესებულია და...
ეს არის გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება და ჩვენ, საქართველო მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დავიწყოთ ტურისტების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია.
„მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და საქართველოც მზად უნდა იყოს, რომ ტურისტები აქტიურად მივიღოთ. ამაში გადამწყვეტია...
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში წყვეტა არ იქნება.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, 2 კვირაში ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დიდი პარტია შემოვა.
„არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვაქცინა არ გვაქვს. არ მგონია, ვაქცინაციის პროცესში წყვეტა იყოს. გრძელდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია, ადგილები საკმარისია „ასტრაზენეკას“ სეგმენტში.
„სინოფარმის“ პირველადი ვაქცინაცია ამ ეტაპზე დასრულდა, განმეორებით დოზებზე იწყება. ამისთვის საკმარისი მარაგი გვაქვს.
სულ რაღაც 2 კვირაში ველით „სინოფარმის“ ძალიან დიდი პარტიის შემოტანას,...
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დადგენილების პროექტი - ,,საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წარდგენის შესახებ“ - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, დადგენილების პროექტმა ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა გაიარა და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მზადაა.
„ბიუროს წევრებს,...
პანდემიის შემდგომ, ფაქტობრივად ესაა ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა, რომელიც მსოფლიო ტურიზმს მასპინძლობს, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოფენის მასპინძელია. ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის, რომ საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად. ეს სექტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ პირბადე თავისუფლად მოვიხსნათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენ გარშემო ყველა ორჯერ ვაქცინირებული იქნება, მე უკვე თავისუფლად მოვიხსნი პირბადეს. ძალიან მინდა, ის დრო მალე დადგეს, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად დაჯდომა, საუბარი შემეძლება და არ მექნება იმის შიში, რომ ერთმანეთს ვირუსს გადავდებთ“,...
სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ნაცვლად ხარაგაულის მერიაში ამავე სახელწოდების სამსახური შეიქმნება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
დღემდე სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, შესყიდვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს განყოფილება დიდი დატვირთვით მუშაობს.
„განყოფილებას სამსახურის სტატუსს მივანიჭებთ, შტატებს დავამატებთ, რომ უფრო გამართულად იმუშაონ, – ამბობს კახა გოლუბიანი, – ახალ სამსახურს ექვსი...
ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების შესახებ სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
„მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის...
„ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერ პირველი ფავორიტი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი კანდიდატის გამარჯვების საწინდარი ის მხარდაჭერა იქნება, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიას გააჩნია.
„გვეყოლება ყველაზე მეტად კონკურენტული და ყველა შემთხვევისთვის გამარჯვებისთვის გამზადებული კანდიდატი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიას გააჩნია, შესაბამისად, ესაა საწინდარი...
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სავანის უბნამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ხორციელდება ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტის საფარის ორი ფენის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა.
აღნიშნული გზით 900- ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 674 229 ლარს ითვლის.
სოფელ სავანისუბნამდე მისასვლელი...
ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კმაყოფილება იმის გამო, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ერთობლივ სტატიაში - „საქართველოს მომავალი ევროპულია“ - რომელიც „ევრონიუსმა“ გამოაქვეყნა.
„2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკური ჩიხში აღმოჩნდა. ლატენტურმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა....
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ პარტიას ყველა რეგიონში ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატები ეყოლება.
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე იბრძოლებს კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. ჩვენ გვეყოლება უაღრესად ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატები ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებთან საერთო კანდიდატების საკითხზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ.
„თუკი პარტიებს, მათ შორის, ბუნებრივია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეყოლება კარგი კანდიდატი, რომელიც გამარჯვებისთვის კარგი კანდიდატი იქნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენც და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, ეს უნდა გაითვალისწინონ“, - აღნიშნა წერეთელმა.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის შიგნით კოორდინაცია აუცილებელია, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
„მგონია, რომ ძალიან ძვირფასი დრო ოპოზიციამ უკვე დაკარგა და ყოველდღიურად ვკარგავთ დროს, რომელსაც სტრატეგიის დასახვაში უნდა გამოვიყენოთ. იმედი მაქვს მალე მოხდება კოორდინაციის კონტურების გამოკვეთა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ლელო“ სერიოზულად იქნება წარმოდგენილი. „პარტია მიიღებს სერიოზულ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებზე. კონკრეტულად რა ტაქტიკითა და...
ოპოზიციონერი დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენმდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან კოორდინაციას არ გამორიცხავს, თუმცა ეს გამორიცხულია „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატურებზე და გვაქვს მონახაზი. როდესაც ვსაუბრობთ გეგმებზე, რა თქმა უნდა, გვაქვს შემუშავებული სტრატეგიაც. კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი წესები და მათ ვერ დავარღვევთ. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ კოორდინაციაში ვიქნებით სხვა პარტიებთან, „ქართული...
საჩხერის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის საირხისა და ქორეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რკინა-ბეტონის საფარი სოფელ ქორეთში გაბაძეების უბნიდან, სოფელ საირხის ბოლომდე მოეწყობა. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































