პანდემიის შემდგომ, ფაქტობრივად ესაა ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა, რომელიც მსოფლიო ტურიზმს მასპინძლობს, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოფენის მასპინძელია. ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის, რომ საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად. ეს სექტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო“, – განაცხადა სონღულაშვილმა.