ეს არის გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება და ჩვენ, საქართველო მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დავიწყოთ ტურისტების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია.
„მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და საქართველოც მზად უნდა იყოს, რომ ტურისტები აქტიურად მივიღოთ. ამაში გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიური სიტუაციის მართვა და კონტროლი და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ასე, რომ ჩვენ, ყველა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.