მიხეილ სარჯველაძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერ პირველი ფავორიტი იქნება

749

„ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერ პირველი ფავორიტი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი კანდიდატის გამარჯვების საწინდარი ის მხარდაჭერა იქნება, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიას გააჩნია.

„გვეყოლება ყველაზე მეტად კონკურენტული და ყველა შემთხვევისთვის გამარჯვებისთვის გამზადებული კანდიდატი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიას გააჩნია, შესაბამისად, ესაა საწინდარი საიმისოდ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ნომერ პირველი ფავორიტი“, – განაცხადა, სარჯველაძემ.