ალუდა ღუდუშაური: „ქართული ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა რეგიონში ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატები ეყოლება

419

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ პარტიას ყველა რეგიონში ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატები ეყოლება.

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე იბრძოლებს კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. ჩვენ გვეყოლება უაღრესად ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატები ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.