საჩხერის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის საირხისა და ქორეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რკინა-ბეტონის საფარი სოფელ ქორეთში გაბაძეების უბნიდან, სოფელ საირხის ბოლომდე მოეწყობა. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.