ხაშურში სავანის უბნამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

474

ხაშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სავანის უბნამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ხორციელდება ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტის საფარის ორი ფენის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა.
აღნიშნული გზით 900- ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 674 229 ლარს ითვლის.

სოფელ სავანისუბნამდე მისასვლელი გზის მოწყობა, უახლოეს პერიოდში დასრულდება.