„სტრატეგია აღმაშენებელი“: არ გამოვრიცხავთ კოორდინაციას სხვა პარტიებთან, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა

482

ოპოზიციონერი დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენმდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან კოორდინაციას არ გამორიცხავს, თუმცა ეს გამორიცხულია „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატურებზე და გვაქვს მონახაზი. როდესაც ვსაუბრობთ გეგმებზე, რა თქმა უნდა, გვაქვს შემუშავებული სტრატეგიაც. კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი წესები და მათ ვერ დავარღვევთ. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ კოორდინაციაში ვიქნებით სხვა პარტიებთან, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.