თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის შიგნით კოორდინაცია აუცილებელია, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
„მგონია, რომ ძალიან ძვირფასი დრო ოპოზიციამ უკვე დაკარგა და ყოველდღიურად ვკარგავთ დროს, რომელსაც სტრატეგიის დასახვაში უნდა გამოვიყენოთ. იმედი მაქვს მალე მოხდება კოორდინაციის კონტურების გამოკვეთა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ლელო“ სერიოზულად იქნება წარმოდგენილი. „პარტია მიიღებს სერიოზულ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებზე. კონკრეტულად რა ტაქტიკითა და სტრატეგიით, ამაზე პარტიაში ინტენსიური კონსულტაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.