გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებზე კონსულტაციები მალე დაიწყება

342

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებთან საერთო კანდიდატების საკითხზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ.

„თუკი პარტიებს, მათ შორის, ბუნებრივია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეყოლება კარგი კანდიდატი, რომელიც გამარჯვებისთვის კარგი კანდიდატი იქნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენც და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, ეს უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა წერეთელმა.