ცერცვაძე: როგორც ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, ვაქცინის მიწოდებაში არანაირი წყვეტა არ იქნება

296

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში წყვეტა არ იქნება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, 2 კვირაში ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დიდი პარტია შემოვა.

„არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვაქცინა არ გვაქვს. არ მგონია, ვაქცინაციის პროცესში წყვეტა იყოს. გრძელდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია, ადგილები საკმარისია „ასტრაზენეკას“ სეგმენტში.

„სინოფარმის“ პირველადი ვაქცინაცია ამ ეტაპზე დასრულდა, განმეორებით დოზებზე იწყება. ამისთვის საკმარისი მარაგი გვაქვს.

სულ რაღაც 2 კვირაში ველით „სინოფარმის“ ძალიან დიდი პარტიის შემოტანას, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინის მიწოდებაში“,- აღნიშნავს ცერცვაძე.