წინა სტატია
მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიმა, თეა წულუკიანმა, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოებს გამოეხმაურა.
"მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებთ ასეთ, ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის", - თქვა წულუკიანმა.
მისი თქმით, 2008-დან...
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი შერჩეული იყო კრამიტით გადახურვის შუასაუკუნეობრივი მეთოდის აღდგენისთვის. მინისტრის შეფასებით, სწორედ ამ ექსპერიმენტმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
"2008 წლიდან 2020 წლამდე, სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე — ჩემი სუბიექტური აზრი დაარქვით, თუ გნებავთ, ამას — მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.
ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება....
2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით...
მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელებულია იმგვარად, რომ არ არის დატოვებული მაგალითად, საგზაო ქსელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზუალური სტანდარტის კუთხით, მერია ცდილობს, რომ ერთ არეალში ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს ყველა განსათავსებელი ობიექტები.
„მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელებულია იმგვარად, რომ არ არის დატოვებული მაგალითად, საგზაო ქსელი. როგორ უნდა მიხვიდე შენს ნაკვეთამდე არ ჩანს. ვიღაცის ნაკვეთზე უნდა...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 467 ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 64 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში,...
საპარკო არეალების დადება ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში არც ერთმა მმართველმა არ გაბედოს ამ მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია და ვერავინ გასცეს იქ მშენებლობის ნებართვა, რადგან ეს არის საპარკო არეალი და ადრე თუ გვიან, როდესაც შეძლებს მუნიციპალიტეტი, იქ უნდა გაშენდეს პარკი, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„ხვალ შეიძლება მე წავიდე, სხვა მოვიდეს, კახა კალაძე...
მშენებლობის ნებართვას არ ვიძლევით, ვიდრე არ შეთანხმდება დენდროლოგიური პროექტი, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ტერიტორიების დაგეგმარება ხდება, ეკითხებიან საკომუნიკაციო სერვისების გამწევ კომპანიებს, ტექნიკურად რამდენად შეძლებენ საჭირო სიმძლავრეების მიწოდებას.
„განაშენიანების გეგმარების ახალი სტანდარტი გვაქვს და რამდენიმეს ჩამოვთვლი. მაგალითად არის ტრანსპორტის კვლევა. კერძოდ, ვუყურებთ განაშენიანება რა გავლენას იქონიებს ტრანსპორტის ნაკადებზე. ქუჩის გაბარიტები გაატარებს თუ...
ეს არის დოკუმენტი, რომელიც თითოეულ არეალში განსაზღვრავს დაშვებებსა და შეზღუდვებს - რა შეიძლება აშენდეს ან არ აშენდეს და სად რა არ შეიძლება აშენდეს, - გენერალური გეგმის დოკუმენტის მნიშვნელობასა და მიზნებზე დედაქალაქის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.
„რამდენად სწორად განვითარდება ქალაქი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორი დოკუმენტი გაქვს დამტკიცებული. ერთი მხრივ, გენერალური გეგმა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ცალკეული ეკონომიკური პროექტებისთვის არის შემაკავებელი დოკუმენტი....
სამწუხარო რეალობა არის ის, რომ უკვე დაშვებულ ურბანულ შეცდომებსა და გადაცდომებს ხშირ შემთხვევაში ვეღარ მკურნალობ ახალი, სწორი გენერალური გეგმით. ახალი გეგმა უზრუნველყოფს იმას, რომ მეტი შეცდომა აღარ დაუშვა, რადგან უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჯდება არაადეკვატურად მაღალი თანხები, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„თქვენ წარმოიდგინეთ, სკვერის ტერიტორიაზე რომ გაშენდეს რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. როგორ უნდა...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიმდინარე წელს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 1942 იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარება.
„მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. საცხოვრებელი ფართები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ,...
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი, ჯერ ადრეა.
კალაძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები 4-5 თვის შემდეგ უნდა გაიმართოს, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
,,როდესაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ 4-5 თვით ადრე თუ ვინ იქნება კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებში და დედაქალაქში მერობის კანდიდატი, ამაზე...
თბილისის მერი კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურის „ვარკეთილი“ პროექტი უკვე მზად არის და მის განახლებაზე მუშაობა ზაფხულის თვიდან დაიწყება.
თბილისის მერმა მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სამუშაოები შეაფასა.
მისი ინფორმაციით, „გოცირიძეზე“ არსებული ბაქანი დაზიანებულია, მიმდინარეობს ექსპერტიზა და ძალიან მალე ექნებათ დასკვნა ექვემდებარება თუ არა აღნიშნული რეაბილიტაციას.
,,გოცირიძის მეტროსადგურზე სამუშაოები მიმდინარეობს, დროის გაგრძელება გამოიწვია იმან, რომ არსებული ბაქანი არის ავარიულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა და ძალიან მალე გვექნება...
შესაძლოა, ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავტობუსების ტენდერზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რეფორმა დაწყებულია, რომ გადაადგილება უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი იყოს.
,,თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგებას ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ახორციელებს.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. გამგეობის მიერ კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
„სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე დაახლოებით, 13 734 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტისთვის...
ფოთში, 11 საჯარო სკოლიდან 7 სკოლაში დისტანციური სწავლება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას ინფორმაციით, სამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო 4 სკოლაში მშობლების 60%-ზე მეტმა, დირექციას ონლაინ სწავლების მოთხოვნით მიმართა.
,,სკოლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე იქნება 31 მაისის ჩათვლით. ესენია: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეთერთმეტე და მეთხუთმეტე სკოლები. აქედან პირველ, მეორე, მესამე სკოლებში...
პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა და უმუშევრობის ზრდა სოციალურ ხარჯებსაც დაეტყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს განიხილავენ.
ამასთან, კაკაურიძე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სრული აღდგენა წელს ვერ მოხდება და 2019 წლის პარამეტრების დაბრუნებას 2-3 წელი დასჭირდება.
"გასული წლის მეორე ნახევარმა და წლის პირველმა კვარტალმა, რაც პანდემია არსებობს და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































